შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ გოდოგანში ადგილობრივებმა დღეს უგზოობა გააპროტესტეს
05.09.2020
უკან დაბრუნება
სოფელ გოდოგანში ადგილობრივებმა დღეს უგზოობა გააპროტესტეს. მათი თქმით, სოფელში არჩევნები მმართველმა გუნდმა წააგო, ამიტომ ხელისუფლება მათ ოპოზიციური განწყობის გამო სჯის და 2,5 კილომეტრიან მონაკვეთს არ აკეთებს. მოსახლეობის თქმით, უგზოობიის გამო სოფელში არც ავტობუსები დადის და ვერც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიდის გამოძახებაზე. წვიმიან ამინდში კი გზა სრულად გაუვალია. აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც შეურთდნენ. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს ლაშა გოგიაშვილს ვესაუბრეთ. იგი პოლიტიკური ნიშნით ანგარიშწორებას არარეალურს უწოდებს.