შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს წყალტუბოში 140 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ
02.09.2020
უკან დაბრუნება
დღეს წყალტუბოში 140 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე წყალტუბოში, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი მოქალაქე მიიღებს საცხოვრებელ ფართს.მათივე თქმით ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა.