შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი შვიდკაცა ფეხბურთში მასტერ ლიგის გათამაშებას უკვე მეორედ უმასპინძლებს
01.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისი შვიდკაცა ფეხბურთში მასტერ ლიგის გათამაშებას უკვე მეორედ უმასპინძლებს. ტურნირში იმერეთის მუნიციპალიტეტების 10 გუნდი იასპარეზებს. გამარჯვებული გუნდი კი სუპერფინალში მოსახვედრად თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე ითამაშებს. ტურნირი 13 სექტემბერს დაიწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. შვიდკაცა ფეხბურთში მასტერ ლიგის გათამაშებაზე დასწრება თავისუფალია .