შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე
08.03.2016
უკან დაბრუნება
”მეტი ქალი პოლიტიკაში”, ”დავიცვათ ქალთა უფლებები”, ”ხმა მიეცით ქალებს” მსგავსი ტიპის მოწოდებებით ქალთა უფლებათა დაცვის დღეს ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა.აქციაში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მხარდაჭერისთვის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.პირველი ეტაპი ცენტრალურ მოედანზე მსვლელობას,მეორე კი ქალთა უფლებათა დამცველი აქტივისტების სვლებს დაეთმო.დღეის მონაცემებით საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 ქალია,რაც 12%-ს შეადგენს.ქვეყნის მაშტაბით საკრებულოში არჩეული 2083 წევრს შორის 246 ქალია,59 მუნიციპალიტეტიდან კი მხოლოდ ერთში არის ქალი გამგებელი.პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ადგილს იკავებს.მსგავსი ტიპის აქცია-მსვლელობა მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიმართა.