შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა
27.08.2020
უკან დაბრუნება
ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის ფარგლებში „ Escapeland აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში “ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მხარეებმა აქტიური ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ქალაქის ტურისტულ ატრაქციებსა და ტურიზმის სხვადასხვა სფეროებში არსებულ მიღწევებს ეხებოდა. პროექტში მონაწილე ქალაქები მზადყოფნას გამოთქვამენ გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც ქალაქ ქუთაისს ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში დაუგროვდა. ფარგლებში ურთიერთგამოცდილების გაზიარების საფუძველზე იგეგმება ქალაქ ქუთაისის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შექმნა.