შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ კლინიკას
26.08.2020
უკან დაბრუნება
კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ კლინიკას. ისინი სვანეთის კლასტერს უკავშირდებიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის კოვიდ ვირუსით 21 პაციენტი მკურნალობს. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ჯამში 74 კოვიდინფიცირებული მკურნალობდა, მათგან 53-მა ვირუსი დაამარცხა.