შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ
25.08.2020
უკან დაბრუნება
თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხეზე ამის შემდეგ ჩამოკიდა. მეზობლების თქმით, დაკავებული ძალადობდა, როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.