შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მუშები,რომლებაც საბავშვო ბაღის მშენებლობა ექვსი წინ დაასრულეს კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
08.03.2016
უკან დაბრუნება
მუშები,რომლებმაც საბავშვო ბაღის მშენებლობა ექვსი წინ დაასრულეს კუთვნილ ხელფასს ითხოვენ.დაზარალებულებმა დახმარებისთვის რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისს და უმცირესობის დეპუტატებს მიმართეს.კოსმეტიკური რემონტის შესრულებისთვის მუშებს კონტრაქტორმა კომპანიამ კუთვნილი ორი თვის ხელფასი არ გადაუხადა რაზეც მუშები სამართლებრივ დავას აპირებდნენ,ისისნი ხვალ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ.ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბაღის მშენებლობისთვის ტენდერში კომპანია ”ჯი აი ჯი-2007”-მა გაიმარჯვა,იქვე კონტრაქტორად კი სამუშაოები სამშენებლო კომპანია ”ლინის” შეასრულებინა.კომპანია ”ლინის” წარმომადგენელმა ზვიად ბართაიამ სატელეფონო საუბრისას განმარტა,რომ ”ჯი აი ჯის” ხელმძღვანელობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი თანხა არ გადაუხადა,რაზეც ის სამართლებრივ დავას აპირებს.