შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
18.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რისთვისაც 370000 ლარი დაიხარჯა. გარემონტდა როგორც ფასადი, ასევე შეიცვალა შიდა ინფრასტრუქტურაც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკონცერტო დარბაზს და სცენას, სამეცადინო ოთახებს, გასახდელს. დამონტაჟდა განათების, წყალგაყვანილობისა და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემა, განახლდა ტერასა და მოეწყო პანდუსი. დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.