შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



9 აგვისტოს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ახლობლებმა ბრიფინგი გამართეს
18.08.2020
უკან დაბრუნება
9 აგვისტოს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის მეუღლემ და ახლობლებმა ბრიფინგი გამართეს . ისინი ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობენ და მკვლელობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. დაკავებულის მეუღლე, რომელიც პროფესიით ადვოკატია , ამბობს , რომ მისი ქმარი უდანაშაულია . ნინო მეფარიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ფაქტები დაფარეს და კვალი წაშალეს, მის მეუღლეს კი იმ ადამიანის მკვლელობა დააბრალეს, რომელსაც არ იცნობდა და არც შურისძიების მოტივი ამოძრავებდა. ნინო მეფარიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანის სისხლის კვალი იყო, ასევე მოხდა ორმხრივი სროლა. ბრალდებულის მეუღლე თვლის, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. დაკავებული მამაკაცის მეგობრები ამტკიცებენ , რომ 9 აგვისტოს მთელი დღე დაკავებულთან ერთად გაატარეს , შ ესაბამისად მათ მეგობარს დანაშაული არ ჩაუდენია. ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარ საქმეზე ქუთაისში წარსულსი ნასამართლევი პირი 16 აგვისტოს დააკავეს. მას ჯერ ბრალი არ წარდგენია. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.