შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
18.08.2020
უკან დაბრუნება
საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა, საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1 აგვისტომდე, შემდეგ 1 სექტემბრამდე, ხოლო ახლა - კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს ასახელებს. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ჯერჯერობით მათ ფრენის ნებართვა არ აქვთ . საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვის გახანგრძლივებას ოპოზიცია აკრიტიკებს და შიშობს, რომ ამ ფორმით ეკონომიკა კიდევ უფრო ჩამოიშლება.