შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
15.08.2020
უკან დაბრუნება
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების საფუძველზე, 2084’ საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარებას_ გარდა მოსწავლისა; თერმოსკრინინგს, სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ცვლებს შორის ნახევარ საათიანი შესვენება, სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფას; ასევე სასწავლო დღედ შესაძლოა გამოყენებული იქნას შაბათი დღეც. დეტალებს სატელეფონო ინტერვიუში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი განმარტავს.