შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3,1ლარით შემცირდა
15.08.2020
უკან დაბრუნება
2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3,1ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულისამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 183.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 186.6 ლარი იყო. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 187.2 ლარს შეადგენდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ივლისში ივნისთან შედარებით 5,1 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 307,9 ლარი გახდა. ივნისში ეს თანხა 313 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან ივლისში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 313,9 ლარსშეადგენდა. თემაზე დღის ამბებთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილილის ხელმძღვანელი ლევან ოყრეშიძე საუბრობს.