შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისელი დავით ჭულუხაძის სოციალური პრობლემა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გაახმიანა
08.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისელი დავით ჭულუხაძის სოციალური პრობლემა დღეს მედიისთვის ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გაახმიანა. 53 წლის მამაკაცი უკვე 4 წელია გაუსაძლის პირობებში, ოჯახის გარეშე ცხოვრობს. მის საცხოვრებელს არ გააჩნია არც სახურავი და არსებობისთის აუცილებელი არცერთი პირობა, რის გამოც, წვიმის დროს თავს ქუთაისის რკინიგზის სადგურს აფარებს. როგორც დავით ჭულუხაძე ამბობს, მან დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედოგოდ. სააგენტო ,,ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით მერიის საბინაო სამსახურში ამ მოქალაქის განცხადება ოფიციალურად ჯერ არ შესულა. ყველა ამ საკითხის დეტალურ გარკვევას, თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების და სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციებს ტკ ,,რიონის" საინფორმაციო სამსახური ოპერატიულად და სრულად შემოგთავაზებთ.