შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მოქალაქე 66 წლის ელენა ასათიანი 4 წელია სოციალური დახმარების აღდგენას ცდილობს
12.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მოქალაქე 66 წლის ელენა ასათიანი 4 წელია სოციალური დახმარების აღდგენას ცდილობს, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს, დოკუმენტებში დაფიქსირებული უზუსტობის გამო 2016 წელს შეუწყდა. როგორც თავად განმარტავს, მას სამსახური არ აქვს და ჩანაწერებში არასწორადაა მითითებული მისი დასაქმების სტატუსი. 66 წლის ქალბატონი ავადმყოფობს და მისი ერთადერთი შემოსავალი ახლა მხოლოდ მისი პენსიაა. ელენა ასათიანი განმარტავს, რომ პრობლემის გამოსასწორებლად სპეციალურ სამსახურს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა საკითხი წლებია ჭიანურდება და ავადმყოფობასთან გამკლავება შეძლებისამებრ საკუთარი ხარჯებით უწევს.