შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ოქროს ჩარდახში“ იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტის „საუბრები ბავშვის უფლებებზე“ პრეზენტაცია გაიმართა
11.08.2020
უკან დაბრუნება
„ოქროს ჩარდახში“ იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტის „საუბრები ბავშვის უფლებებზე“ პრეზენტაცია გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებლივი დახმარების სისტემა გააცნო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილიც დაესწრო. გაფორმდა მემორანდუმები ორ კერძო სკოლასთან, რომლის თანახმად სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტების განხორციელებაში. ასევე, მემორანდუმი გაფორმდა იურიდიული დახმარების სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციულ ჰაბს“ შორის, „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით კვლავ გაგრძელდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური თემების განხილვა, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე პირად შეხვედრებში.