შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
11.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. დაინფიცირებილი ტრაილერის მძღოლია, რომელიც ღამის საათებში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით პაციენტს შიდა კონტაქტების ისტორია არ აქვს და ამ ეტაპზე მისი მდგოიმარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამურად, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 – მდე გაიზარდა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 44-ით გაიზარდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 1054-ს შეადგენს.