შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების მონიტორინგი პერიოდულად მიმდინარეობს
10.08.2020
უკან დაბრუნება
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების მონიტორინგი პერიოდულად მიმდინარეობს. მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია და შემოსავლების სამსახური ერთობლივად ახორციელებს. მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აცნობენ, რაც მომხმარებლის ნაკადის რეგულირებას, დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მომხმარებლისა და პერსონალის შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს. ქუთაისის აგრარულ ბაზარში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ დირექტორი ოლეგ არღვლიანი საუბრობს. მისი თქმით, ბაზარში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი უსაფრთხოების დაცვის კომისიის მონიტორინგის შემდეგ, ქუთაისის აგრარულმა ბაზარმა დამატებით უკონტაქტო თერმომეტრები შეიძინა და მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში შესვლასა და რეკომენდაციების დაცვას ახლა უკვე დამატებით გამოყოფილი ჯგუფი გააკონტროლებს. ცნობისთვის, ქვეყანაში 80-ზე მეტი აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.