შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში შიდა კვარტალური გზების მოწესრიგების პროცესი გრძელდება
10.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში შიდა კვარტალური გზების მოწესრიგების პროცესი გრძელდება . ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ავანგარდის დასახლებაში დასრულებული საგზაო სამუშაოები მოინახულა. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორშრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, გაკეთდა ტროტუარი, ასევე განახლდა ქუჩის დასაწყისში არსებული პარკინგი და სავაჭრო ცენტრის წინ მოეწყო ახალი საპარკინგე ადგილი. დაიხაზა და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები. სულხან-საბას გამზირზე, შიდა კვარტალური გზების მოსაწესრიგებლად 372327 ლარი გამოიყო, რომლის სამუშაოები შ.პ.ს. ,,გზამშენი XXI"-მშეასრულა.