შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



8 მარტს ქუთაისში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
07.03.2016
უკან დაბრუნება
8 მარტს - ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ინფორმაციით ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. საქართველოს პარლამენტში 150 ტეპუტატიდან მხოლოდ 18, საკრებულოებში არჩეულ 2 083 წევრს შორის 246, ხოლო 59 მუნიციპალიტეტიდან ერთადერთ მუნიციპალიტეტშია ქალი გამგებელი. შესაბამისად, არც ერთ გუბერნატორად და ქალაქის მერად ქალი წარმოდგენილი არ არის.
აქცია - მსვლელობის მიზანია, შეურთდეს ქალთა უფლებების დაცვის ეროვნულ კამპანიას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 8 მარტს რამდენიმე ქალაქში ერთდროულდ შედგება.