შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ქუთაისში გამართა
07.08.2020
უკან დაბრუნება
შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ქუთაისში გამართა. შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მოქმედი ის არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემს წარმოადგენენ, ან ამ საკითხებზე მუშაობენ. მათი უშუალო ჩართულობით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეში დაამტკიცა. კანონი ბევრ სექტორს და სფეროს მოიცავს და და შშმ პირთა უფლებების სრული რეალიზების შესაძლებლობას იძლევა.