შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„სამართლიანმა არჩევნებმა ” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
04.08.2020
უკან დაბრუნება
ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები ” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება შეიმჩნევა, „რაც სავარაუდოდ, წინასააარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს ემსახურება, კვლევის თანახმად, მსგავსი ფაქტები სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს. რაც შეეხება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, კვლევის თანახმად ასეთი 5 ფაქტი გამოვლინდა. ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში. კვლევა 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.