შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა
04.08.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გასულ თვეში წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე, კერძოდ, ფასების შემცირება შეეხო ხილს, ბოსტნეულს, ბაღჩეულს, შაქარს, ჯემს და სხვა ტკბილეულს. „დღის ამბების“ გადამღები ჯგუფი ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ადგილობრივებს ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით გაესაუბრა, თუმცა მათი თქმით, ფასების გაიაფება არც -ერთ პროდუქტზე არ შეინიშნება.