შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა
04.08.2020
უკან დაბრუნება
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა, რომლითაც მერიამ მოქალაქეებს პანდემიის დროს დახმარებაზე უარი უთხრა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, სამსონ გუგავას თქმით, პანდემიის პერიოდში, მაისის თვიდან მოყოლებული დახმარების გარეშე 2 000-მდე სოციალურად დაუცველი დარჩა. გუგავას განცხადებით, ხელისუფლებამ ადამიანები შიმშილისთვის გაიმეტა. 76 წლის ზურაბ კუპატაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც პანდემიის პერიოდში დახმარება არ შეეხო, იგი ექვსი შვილის მამაა, რომელსაც, მისი თქმით, სახელმწიფომ დახმარებაზე უარი უთხრა. ქუთაისის მერიას დახმარების თხოვნით როგორც სოციალურად დაუცველებმა, ასევე პარტიამაც მისწერა. აღსანიშნავია, რომ პასუხში მერია არ განმარტავს, რა მიზეზით ეთქვა მოქალაქეებს უარი მატერიალურ დახმარებაზე. თუ რატომ ეთქვათ მოქალაქეებს დახმარებაზე უარი, ამ კითხვით დღის ამბების გადამღებმა ჯგუფმა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა, თუმცა პასუხი ვერც ჩვენ მივიღეთ.