შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ადიდებულმა რიონმა ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
29.07.2020
უკან დაბრუნება
რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარემ ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა, სახნავ-სათესი მიწები. რამდენიმე ადგილას ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მდინარემ, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. პრემიერის დავალებით რაჭაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.