შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ ჟონეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დღის პირველ ნახევარში აიკრძალა
29.07.2020
უკან დაბრუნება
უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რამაც რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. 17 კმ-იან მონაკვეთზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა. სოფელში 4 ოჯახის საცხოვრებლი სახლი და 8 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა. ადგილზე იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ნამოხვანჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებლი კომპანიის "ენკა რინიუ ებლიზის’’ წარმომადგენლები, რომელმაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება უზრუნველყო. მოეწყო დროებითი ჯებირი, რის შედეგადაც წყლის დონემ დაიკლო. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია, დათვლილია ზარალი. როგორც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აცხადებს, დაზრალებულები შესაბამის კომპესაციას მიიღებენ.