შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ევროპის საბჭომ ახალი ინიციატივა წამოიწყეს
29.07.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ევროპის საბჭომ ინიციატივა წამოიწყეს, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის იურიდიული მომსახურების მიწოდებას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაწერილი იურიდიული მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს მოიცავს. ამ მიზნით, რუსთავიდან, თბილისიდან, სამეგრელოდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ქობულეთიდან ღია კონკურსით 11 იურისტი შეირჩა. პროექტის ბენეფიციარები არიან მარტოხელა მშობლები , რომლებიც არ შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იურიდიული მომსახურების ინიციატივა ექვს თვეს გასტანს .