შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტში გარეგანათების მომსახურება გაძვირდა
28.07.2020
უკან დაბრუნება
ინფორმაციას არასამავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ლელა მოწონელიძის განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, ა(ა)იპ ქუთგანათების სერვისის შექმნის საფუძვლად მერიამ ფულადი სახსრების ეკონომია დაასახელა, შედეგად კი მომსახურების მიღება გაცილებით ძვირი უჯდება.