შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურის მცხოვრებლებმა მდუმარე აქცია ქალაქის თვითმმართველობის შენობის წინ გამართეს
27.07.2020
უკან დაბრუნება
..ნუ მოკლავ ჭიათურას..- ამ მოწოდებით ჭიათურის მცხოვრებლებმა მდუმარე აქცია ქალაქის თვითმმართველობის შენობის წინ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ფოტოები გამოფინეს, სადაც ასახულია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, მათ შორის შეჩერებული საბაგიროების, ასევე იმ სოფლების ფოტოები, სადაც ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვება ხდება. აქციის მიზანია საზოგადოებამ აღიქვას ფოტოებში ასახული რეალური საფრთხე. როგორც ისინი აცხადებენ, ქალაქს ხერხემალი გამოაცალეს და სიცოცხლისუნარიანობა წაართვეს.. აქციის ორგანიზატორია მმართველობის მონიტორინგის ცენტრი და საზოგადოებრივი მოძრაობა - მომავლის ჭიათურა -