შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქ სამტრედიაში, კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევები ტარდება
27.07.2020
უკან დაბრუნება
ქალაქ სამტრედიაში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმების მობილური ჯგუფი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო მანქანით- მამომობილით, "ჯეო ჰოსპიტალის" სამედიცინო ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიბოს უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს ატარებს. ერთობლივი უფასო აქცია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მეორე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს და ზესტაფონის, ბაღდათისა და მათ მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლებიდან უკვე ასეულობით მოქალაქემ მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება.