შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლენტეხში 6 სოფელი დააზარალა
27.07.2020
უკან დაბრუნება
სტიქიას ებრძვიან ლენტეხში. მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ 6 სოფელი დააზარალა. სტიქიის მიზეზით, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები და სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნა, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა, რამდენიმე დღეში ზარალის რაოდენობა ცნობილი გახდება. სტიქიის შედეგებს ებრძვიან ცაგერშიც.