შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაციამ პანდემიის პერიოდი, სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყენა
27.07.2020
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის დრამატული პროფესიული თეატრის ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა პანდემიის პერიოდი, სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყენეს და საკუთარი ძალებით პირველ სართულზე იმ ფლიგელის დერეფანი გაარემონტეს, სადაც ბუღალტერია, სალაროები და საწყობია განთავსებული. მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩვენ ფლიგელის მეორე გაურემონტებელი მხარე გადავიღეთ, ანალოგიური ავარიული მდგომარეობა იყო რეაბილიტირებულ ნაწილში. თეატრის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ კედლებს ისტორიული დატვირთვა შესძინოს და მასზე ფოტოები განათავსოს, როგორც სპექტაკლების, ასევე მსახიობების.