შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის ტორპედომ საკუთარ არენაზე საბურთალოს უმასპინძლა
25.07.2020
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის ტორპედომ საკუთარ არენაზე საბურთალოს უმასპინძლა. სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და სამი ქულა მოიპოვეს. თემურ შალამბერიძის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა შეხვედრის მე-11 წუთზე მიიღო, ტორპედოს კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი საბურთალოს კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა შეასრულა. პირველ ტაიმში საბურთალომ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა მეტოქის კარში, რომელიც ბექა ქავთარაძემ შეასრულა და შესვენებაზე გუნდი სამბურთიანი უპირატესობით გავიდა. მატჩის მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა. მე7 ტურის შემდეგ ტორპედოს 5 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, საბურთალო კი 12 ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. შეინარჩუნებს თუ არა გუნდი არსებულ მოცემულობას კონკურენტების შედეგებზეა დამოკიდებული.შემდეგ თამაშს ქუთაისის ტორპედო ლოკომოტივთან გამართავს.