შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა
25.07.2020
უკან დაბრუნება
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. საგამოცდო პროცესი,შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გოგროძემ ქუთაისში შეაფასა. მისი თქმით, შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. დაფიქსირდა გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი(გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო). 2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 რეგიონში იყო გახსნილი.