შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სლოგანებით აქცია ავტოქარხანაში მდებარე სკვერში ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამართეს
24.07.2020
უკან დაბრუნება
სუფთა გარემო ახალგაზრდებისთვის, ვითხოვთ წესრიგს - ამ სლოგანებით აქცია ავტოქარხანაში მდებარე სკვერში ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი ახლად რეაბილიტირებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიას აპროტესტებენ და თვითმმართველობას ტერიტორიის მოწესრიგებას თხოვენ. ავტოქარხანის დასახლებაში ახალი სკვერი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლი, სავარჯიშო მოწყობილობები. სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დაიხარჯა. ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.