შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისთან დამეგობრებულ-პარტნიორ ქალაქებთან ონლაინ კონფერენცია გაიმართა
24.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით, ქუთაისთან დამეგობრებულ-პარტნიორ ქალაქებთან ონლაინ კონფერენცია გაიმართა .შეხვედრაში მონაწილეობა პარტნიორმა ქალაქებმა- სომბათჰეიმ, სუმიმ, კაუნასმა, პოზნანმა, უნგენმა, ტარტუმ, იაშიმ, დნეპრომ , ხარკოვმა, ვალკამ და ვალგამ მიიღეს. ქუთაისის მერია კონფერენციაზე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ წარადგინეს. კონფერენციის მოდერატორობა საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა შორენა ხუხუამ გასწია. ონლაინ კონფერენციის მიზანს პარტნიორი ქალაქებისათვის COVID-19-თან ბრძოლის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა წარმოადგენდა.