შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტის შენობა, ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, არის დაგეგმილი ამ შენობების პრივატიზება
03.07.2020
უკან დაბრუნება
პარლამენტის შენობა, ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, არის დაგეგმილი ამ შენობების პრივატიზება და შესაბამისად, მათთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა. პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებით თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხდა ლამაზი არქიტექტურის შენობაში, რომელიც, სამწუხაროდ, მუშაობისთვის ყოვლად მიუღებელია და ძალიან ბევრი პრობლემა იყო უშუალოდ ამ შენობაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.