შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა
02.03.2016
უკან დაბრუნება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა. საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და აღსაზრდელებისთვის ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი.თითოეული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 100 – ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ბაღების მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი მასშტაბური სამუშაოები სკოლამდელი აღზრდის სფეროში არ განხორციელებულა. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდებ.საბავშვო ბაღის გახსნას იმერეთის გუბერნატორი დაესწრო.