შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულში ათასამდე მეშახტე უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას ითხოვს
10.06.2020
უკან დაბრუნება
ტყიბულში ათასამდე მეშახტე უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას ითხოვს. მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოყვა.მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ორი დღის წინ მომხდარი ის ინცინდენტი გახდა, რა დროსაც 22 მეშახტე სიკვდილს გადაურჩა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 00:40 წუთზე, იმ დროს მოხდა, როდესაც მეშახტეები შახტიდან ამოდიოდნენ. მეშახტეები მოითხოვენ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობაზე უარს აცხადებენ და შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართონ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ხელფასების გაზრდააცაა. მეშახტეების თქმით, ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები არ გაზრდილა.შეხვედრა ადმინისტრაციასთან 3 საათი გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა