შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას უნდა მიხედოს-აცხადებს ”ევროპა ჩვენი სახლია”
02.03.2016
უკან დაბრუნება
”საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საძოვრად და სანაგაოდ არის ქცეული”-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლები.დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.მერიაში,კი აცხადებენ რომ აღნიშნული ტერიტორია ქალაქის ბალანსზე არ ირიცხება. გარდა პარლამენტის გარეპერიმეტრის მოწესრიგებისა ბრიფინგის ორგანიზატორები ქუთაისისთვის რეალურად საპარლამენტო ქალაქის ფუნქციის დატოვებაზე საუბრობენ,რადგან ხელისუფლება ქუთაისს ალტერნატიულ ვერსიებს ჯერ-ჯერობით ვერ სთავაზობს.