შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
08.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას - შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები. სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს,სპორტ სკოლის შეკეთება სექტემბერში უნდა დასრულდეს და ჯამში 77 774 ლარია გამოყოფილი . სარეაბილიტაციო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც მიმდინარეობს. შენობაში სრულად შეიცვლება კარ-ფანჯრები, განახლდება რინგის დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, ანტრესოლი. რეაბილიტაციაზე 109 961 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ბა-ნიმ" სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაასრულოს.