შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია ევექსის რეფერალურ ჰოსპიტლში არსებული ცხელების ცენტრის მუშაობას გაეცნო
05.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია ევექსის რეფერალურ ჰოსპიტლში არსებული ცხელების ცენტრის მუშაობას გაეცნო. ჰოსპიტალი 29 მარტიდან 31 აპრილის ჩათვლით COVID-19 თან ბრძოლის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაში იყო ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკა ცხელების მქონე და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ემსახურებოდა. პირველი ივნისიდან კლინიკა მუშაობას პოლიპროფილურ რეჟიმში განაგრძობს, თუმცა ჰოსპიტალში რჩება ბოქსირებული განყოფილება, რომელიც კოვიდინფექციის ნიშნების მქონე პაციენტებს მიიღებს.