შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ დაათვალიერა
05.06.2020
უკან დაბრუნება
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა. - ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა. ახალი სასტუმრო, გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.