შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
02.03.2016
უკან დაბრუნება
პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. გოგი წულაიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან პარკინგსერვისის მუშაობის არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. როგორც ის აცხადებს ააიპი საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის და შესაბამისად არც მოქალაქეების დაჯარიმების უფლება აქვს. პარკინგ-სერვისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ააიპ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არაა თუმცა საჯარიმო სანქციების გაცემის კანონიერება მათი მხრიდან სრულად დაცულია.