შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, სიმონ არველაძეს 23- ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
08.10.2015
უკან დაბრუნება
სამოქალაქო კლუბ ”ევროინიციატორებისა”და საკრებულოს წევრ ნატო ქათამაძის ინიციატივით ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის საპატიო მოქალაქე,ისტორიკოსი,ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, 95 წლის სიმონ არველაძე მოინახულეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ქუთაისში 11 ოქტომბერს ”ზასტაველობა” აღინიშნება.სწორედ ”ევროინიციატორების” მიერ ჩატარებული გამოკითხვით საპატიო ზასტაველად სიმონ არველაძე დასახელა. სამოქალაქო კლუბ ”ევროინიციატორებსა” საკრებულოს წევრ ნატო ქათამაძეს შორის მემორანდუმი ერთი თვის წინ გაფორმდა,რაც ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.