შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი ვაშაძე ქუთაისში დღეს ელექტრომობილების საწარმოს სამშენებლო ტერიტორიას ესტუმრა
01.06.2020
უკან დაბრუნება
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში დღეს ელექტრომობილების საწარმოს სამშენებლო ტერიტორიას ესტუმრა. მთავრობამ ელექტრომობილების ქარხნის ასაშენებლად აღნიშნული ტერიტორია კომპანია „აი გრუპს“ ერთ ლარად გადასცა. ადგილი შემოღობილია, თუმცა მშენებლობის დაწყების სამზადისი ჯერ კიდევ არ შეინიშნება. დაპირების თანახმად ქართული წარმოების ელექტრომობილები წელს უნდა გამოვიდეს და ქარხნის წარმადობა 40 000 ავტომობილი უნდა იყოს, საიდანაც 20 ათასი ავტომობილი ევროკავშირში გავა ექსპორტზე. საწარმოში პირველ ეტაპოზე 300 ადგილობრივის დასაქმება იგეგმებოდა. პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის დაპირებას „ქართული ოცნების“ მორიგ ფარსს უწოდებს. კომპანიაში „აი გრუპი“ განმარტევენ, რომ სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა . აღნიშნავენ, საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.