შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებელი სამყარო 28 მაისს უფლის ამაღლებას ზეიმობს
28.05.2020
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი სამყარო 28 მაისს უფლის ამაღლებას ზეიმობს. საფიჩხიის ამაღლების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მეუფე იოანე გამრეკელმა აღავლინა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.ქუთაისის ამაღლების სახელობის ეკლესიას, სადაც კომუნისტების დროს ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, ფუნქცია 1989 წელს დაუბრუნდა. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.