შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია ქუთაისში
29.02.2016
უკან დაბრუნება
ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის ინიცირებით ქუთაისში უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაში ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიიღეს მონაწილეობა და ნადეჟდა სავჩენკოს სოლიდარობა გამოუცხადეს.შეგახსენებთ,რომ უკრაინელი მფრინავი ქალი 2014 წლის ივლისიდან რუსეთის ციხეში იმყოფება.მას მკვლელობები და საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება ბრალად,თავად სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.