შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიასა და ტორპედოს ყოფილი მფლობელის კომპანიას შორის სასამართლო დავა დასრულდა
21.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიასა და ქალაქის საფეხბურთო კლუბ ტორპედოს ყოფილი მფლობელის კომპანიას შორის სასამართლო დავა დასრულდა. ზაალ ჩაჩავას ოჯახის კუთვნილ კომპანიას შპს ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსს მერიის სასარგებლოდ 211 500 ლარის გადახდა დაეკისრა. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, საქმე სააღსრულებლო ბიურის უკვე გადაეცა. რაც შეეხება ტორპედოს ყოფილი მფლობელის კლუბისადმი არსებულ დავალიანებას, გიორგაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყების კომპეტენცია მერიას არაქვს.