შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ლელო საქართველოსთვის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს
20.05.2020
უკან დაბრუნება
"ლელო საქართველოსთვის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, ორგანიზაციის წევრი ვანო კაპანაძე მიიჩნევს ,რომ ქალაქის მერია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. კონკრეტულად საქმე ეხება მერიის ტენდერში გამაჯვებულ კომპანია ქალაქსერვისს, რომელმაც 84 ათას ლარად ყვავილები თურქეთში შეიძინა. ვანო კაპანაძის თქმით, პანდემიის ფონზე ყვავილები პრიორიტეტი არ არის და მერიას თანხა მოსახლეობისთვის უნდა გადაენაწილებინა. ჩვენ თემასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიციის გარკვევას შევეცადეთ, თუმცა საპასუხო განმარტება მათი მხრიდან არ გაკეთებულა.